მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
MoviesGames







10 თებერვალი – ღირსი ეფრემ ასური

ღირსი ეფრემ ასური დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში IV ს-ის დასაწყისში. მშობლები — ღარიბი მიწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა წუთისოფლის ამაო შფოთს და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი – ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის ხელმძღვანელობით ღირსი მამა უხვად იხვეჭდა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებებს და სულიერებაშიც სწრაფად წარემატებოდა. იაკობი ეფრემის ხასიათსა და შემართებას სწორ მიმართულებას აძლევდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა თოთხმეტი წლის განმავლობაში, მის აღსასრულამდე.

იხილეთ სრულიად



ათონის მთის „უხილავი მოსაგრეები

ათონის მთის კალთებზე მრავალი მონასტერია გაბნეული - ბერძნული, რუსული, ბულგარული, სერბული, რუმინული - მრავალი სკიტი, სენაკი და კალივი (ასე ეწოდება სამყოფელს, რომელშიც დაყუდებული მეუდაბნოები ცხოვრობენ). ნახევარკუნძულზე მონაზვნების გარდა არავინაა, არც სოფელია, არც ფერმები - და ასე გრძელდება უკვე ათას წელზე მეტ ხანს! მოსახლეობამ აქ VII საუკუნიდან დაიწყო დასახლება. მათ ბიზანტიის იმპერატორები მფარველობდნენ, სჩუქნიდნენ „ქრიზობულებს" პრივილეგიებით, სავარგულებს, მამულებს. მეორე ათასწლეულია, ამ მიწაზე მონაზვნის გარდა არავინ ცხოვრობს. დაახლოებით ათასი წელია, აქ ქალს ფეხი არ დაუდგამს (და მარტო ქალებს როდი აქვთ აკრძალული ათონზე ასვლა, არამედ მდედრობითი სქესის ცხოველებსაც კი) მთები, ტყეები, ქარები, ზოგან ვენახები და ბაღები, განცალკევებული მონასტრები, რომლებშიც ბერები ცხოვრობენ, ზარების რეკვა, ტყეში გუგულები, მთის წვერზე - არწივები, მერცხლები, ჯგუფურად რომ ისვენებენ სამხრეთში გადაფრენის ჟამს, დუმილი, ირგვლივ კი ზღვა... და ყოველივე ამასთან უფალი - სწორედ ეს არის ათონი...

დანარჩენი იხილეთ სრულად











            

                                                                                                  

                                                                                


Site managed by uCoz